ლეონარდო და ვინჩი

პარიზში ლეონარდო და ვინჩის 16 მილიონ ევროდ შეფასებული, დაკარგული ნახატი იპოვეს

Ed Alcock for The New York Times

პარიზში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს.

ნახატი "წამებული წმიდა სებასტიანი" ფრანგმა პენსიაზე გასულმა ექიმმა საკუთარ სახლში, სხვა 14 ნახატთან ერთად იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნახატების კოლექცია ექიმის მამას ეკუთვნოდა.

ექიმმა 15-ვე ნახატი პარიზის ერთ-ერთ ცნობილ აუქციონის სახლში მიიტანა.

და ვინჩიმ წმიდა სებასტიანი, სავარაუდოდ, 1482-85 წლებში დახატა. 

ნახატის უკანა ნაწილი, რომელზეც და ვინჩის ნახაზებია
ფოტო: Tajan

კომენტარები