ლეონარდო და ვინჩი

იტალიელები ჯოკონდას დაბრუნებას ითხოვენ

კულტურული მემკვიდრეობს კომიტეტმა, რომელიც ფლორენციაში ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი შედევრის- მონა ლიზა ჯოკონდას იტალიაში დაბრუნების კამპანიას უძღვება, განაცხადა, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში 150 000 იტალიის მოქალაქის ხელმოწერას მოუყარა თავი, რომლითაც იტალიელები 2013 წელს ქვეყანაში  ლეონარდოს ლეგენდარული პორტრეტის  ჩამოტანას ითხოვენ. კომიტეტის პრეზიდენტმა, სილვანო ვინჩენტიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტზე უკვე ერთი წელია, რაც მუშოაბენ.  „ამ დროებითი დაბრუნებას არა მხოლოდ დიდი ისტორიული, სიმბოლური და მორალური მნიშვენლობის დატვირთვა აქვს, ის ასევე უნდა იქცეს ორი ქვეყნის, ჩვენსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირის გამომხატველ აქტად.

ვინჩენტიმ, კომიტეტის სახელით ოფიციალური წერილი გაუგზავნა საფრანგეთის კულტურის ახალ მინისტრს- ორელი ფილიპეტის: „ დარწმუნებული გახლავართ, თქვენ არა მხოლოდ პოზიტიური პასუხით გამოეხმაურებით ჩვენი 150 000 მოქალაქის მოთხოვნას, არამედ გამომდინარე იქიდანაც, რომ იტალიური წარმოშობის ბრძანდებით, უკეთ ჩაწვდებით მის მამოძრავებელ მიზანს“. ვინჩენტიმ საზოგადოებას ისიც გაახსენა, რომ მიუხედავად ლუვრის უარყოფითი დამოკიდებულებისა, სწორედ საფრანგეთის იმჟამინდელი კულტურის მინისტრის აქტიურობის დამსახურება იყო ის, რომ 70-იან წლებში ჯოკონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანეს საგამოფენოდ, შემდეგ კი იაპონიაში.

კომენტარები