რადიო მაესტრო

ღლონტი: რადიო მაესტროს ყიდვა ირაკლი რუხაძეს უნდა, ის სახელისუფლებო მოურავია

რეზონანსი

რადიო მაესტროს დირექტორი და საკონტროლო პაკეტი მფლობელი მამუკა ღლონტი მის კომპანიაში საგადასახადო სამსახურის შესვლას, ხელისუფლების სურვილს უკავშირებს, გააკონტროლოს მედია ბაზარი.ღლონტის თქმით, საგადასახადო სამსახური რადიო მაესტროში ზეწოლის მიზნით შევიდა. ამ ზეწოლას კი მამუკა ღლონტი სალფორდ ჯორჯიას ხელმძღვანელს, ირაკლი რუხაძეს უკავშირებს.

„ის არის სახელისუფლებო მოურავი და მის ზემოთ კიდევ რამოდენიმე მოურავი, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ თემით. ის რაც ძმებმა გაჩეჩილაძეებმა მაესტროში შეიჩინეს, ეს იყო ირაკლი რუხაძის მიერ შეძენილი ქონება, მაღალი სახელისუფლებლო ეშელონების დავალებით გაკეთებული.“, - ამბობს ღლონტი.

მამუკა ღლონტის თქმით, მას და კომპანიის მეორე მეწილეს, წილების დათმობას ხშირად სთავაზობენ.

„ისინი ცდილობენ დაგვათმობინონ ჩვენ ეს წილები. კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ შემოგვთავაზონ მაესტროს წილების გაყიდვა. ირაკლი რუხაძის სახელს და გვარს არ მისახელებენ, მაგრამ რა თქმა უნდა ირაკლი რუხაძისგან. ჩემი აზრით, ირაკლი რუხაძე ასრულებს ხელისუფლების დავალებას. დაწყებული პრემიერმინისტრიდან  რომელსაც ვინც მის ზემოთ დგას, ის აძლევს დავალებას. „ - ამბობს ღლონტი.

რადიო მაესტროში საგადასახადო სამსახური ნოემბრის თვეში შევიდა, მათ შემოწმება 23 დეკემბერს უნდა დაესრულებინათ თუმცა ჯერ კიდევ 8 დეკემბერს ამ ვადის გახანგრძლივება გადაწყვიტეს. 

კომენტარები