აშშ

ტრამპმა Twitter-ზე კომედიური შოუ SNL მიკერძოებულობაში მესამედ დაადანაშაულა

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე, მორიგ ჯერზე გააკრიტიკა ამერიკულ კომედიურ შოუ SNL-ში გასული სკეტჩი. მასში მსახიობი ალეკ ბოლდუინი დონალდ ტრამპის როლს ასრულებს. სკეტჩის თანახმად, ალეკ ბოლდუინის გმირი (ახლად არჩეული აშშ-ის პრეზიდენტი) წყვეტს უსაფრთხოების ბრიფინგს იმისათვის, რომ ხალხს Twitter-ზე უპასუხოს. დონალდ ტრამპის თქმით, შეუძლებელია SNL შოუს ყურება, რადგან არის სრულიად არაობიექტური და არ არის სასაცილო. 

დონალდ ტრამპს Twitter-ზევე გამოეხმაურა ალეკ ბოლდუინი. ბოლდუინის თქმით, იგი გაჩერდება მას შემდეგ რაც ტრამპი საგადასახადო დეკლარაციებს გამოაქვეყნებს. 

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი საჯაროდ აკრიტიკებს კომედიურ შოუს. 2016 წლის ნოემბერში მან NBC-ის სატელევიზიო კომედიური ჟანრის პროდუქტს მიკერძოებული და მოსაწყენი უწოდა. ცნობისთვის, 2015 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპი თავად მონაწილეობდა SNL-ის ერთ-ერთი შოუს წამყვანად.  

კომენტარები