არჩევნები 2016

წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ 20.8 მილიონი დახარჯა, ენმ-მ კი - 2.4

ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი თანხა (20 852 680 ლარი) ქართულმა ოცნებამ დახარჯა. მას თითქმის ხუთჯერ ჩამოუვარდება ხარჯების მიხედვით მეორე ადგილზე მყოფი პოლიტიკური პარტია - სახელმწიფო ხალხისთვის (4 396 452 ლარი). მონაცემები 2016 წლის 8 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდს ასახავს.

საარჩევნო ხარჯების მხრივ, მესამე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 2 419 869 ლარი. მას მცირედით ჩამოუვარდება საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც წინასაარჩევნოდ 2 391 046 ლარი დახარჯა. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო ხარჯი 1 379 225 ლარი იყო, ხოლო თავისუფალი დემოკრატების - 1 308 840 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, საარჩევნოდ, ყველაზე მეტი შემოწირულება ქართულმა ოცნებამ (16 101 506 ლარი) და პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის" (4 205 343 ლარი) მიიღეს. მესამე ადგილზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსია 1 098 207 ლარით. მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (1 018 581 ლარი) და დამოუკიდებელი კანდიდატი ილია კოკაია (559 000 ლარი).

კომენტარები