სავალდებულო სამხედრო სამსახური

პრეზიდენტი: გაწვევის გაუქმებით პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა გვექმნებოდა

ჩვენ თუ ასე მომავალშიც გავაგრძელებდით, შეიარაღებულ ძალებს გაუჩნდებოდა პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა, რასაც ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავუშვებთ და მინისტრის გადაწყვეტილება, რომ საშემოდგომო გაწვევა ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა, ანუ არ იქნას გაუქმებული, მხარდაჭერილია როგორც ჩემ მიერ, ისე უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობის მიერ. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ რეალურად, 2013-1016 წლებში ბოლომდე ვერ განხორციელდა პროფესიულ ჯარზე გადასვლა და გამომდინარეობს იქედან, რა ვითარებაც გვაქვს დღეს პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით შეიარღებულ ძალებში. საქართველოს მუდმივად უნდა ჰყავდეს ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალები, არმია და ამ ადამიანების გაწვევა საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს სრული შემადგენლობა ჩვენი ბრძოლისუნარიანი არმიის.

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მთავარი" სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.

კომენტარები