არჩევნები 2016

კახიძე: არჩევნებში პოლიციელთა იძულებითი ჩართვა დემოკრატიისთვის დამანგრეველია

ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოახდინა მობილიზაცია კრიმინალური სამყაროსი. ყველაზე სამწუხაროა, რომ კრიმინალებთან ერთან პოლიციაც მობილიზებული ჰყავდათ. პოლიციელთა სურვილის საწინააღმდეგოდ ისინიც იყვნენ ჩართულები ქართული ოცნების კამპანიაში. ეს არ არის რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ძალის პრობლემა, როდესაც პოლიციას იყენებენ საარჩევნო მიზნებისთვის, ეს არის ქვეყნის პრობლემა, ეს არის ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა თუ ჩვენ ამას ყურადღება არ მივაქციეთ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე.

კომენტარები