ნარკოდანაშაული

253 აბი სუბუტექსის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ჩ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 253 აბი და აბის ნატეხები ამოიღო. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები