თბილისის ჯაზფესტივალი

თბილისის ჯაზფესტივალის მეორე დღეს მსმენელისთვის ნიკოლას პეიტონის ტრიომ დაუკრა

ტაბულა

თბილისის ჯაზფესტივალის მეორე დღეს Event Hall-ში მსმენელისთვის ნიკოლას პეიტონის ტრიომ დაუკრა. გრემის მფლობელი მულტიინსტრუმენტალისტი, მესაყვირე, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი მსმენელის წინაშე ბასისტ ვისენტ არჩერსა და დრამერ ჯო დაისონთან ერთად წარსდგა.

12 ნოემბერს, ფესტივალის მესამე დღეს, ჯაზის, დისკოს, სოულისა და R&B-ის შემსრულებელი, საქსაფონისტი ქენდი დალფერი ახალ ბენდთან ერთად დაუკრავს. თბილისის მე-19 ჯაზფესტივალი 13 ნოემბერს დაიხურება.

კომენტარები