თბილისის ჯაზფესტივალი

ჯაზფესტივალის მესამე დღეს მსმენელისთვის საქსოფონისტმა ქენდი დალფერმა დაუკრა

ტაბულა

12 ნოემბერს, თბილისის ჯაზფესტივალის მესამე დღეს, ჯაზის, დისკოს, სოულისა და R&B-ის შემსრულებელმა, ჰოლანდიელმა საქსოფონისტმა ქენდი დალფერმა ახალ ბენდთან ერთად დაუკრა. მუსიკოსმა ქართველი მსმენელისთვის, როგორც ძველი, ყველასთვის საყვარელი, ასევე ახალი ნაწარმოებებიც შეასრულა. დალფერმა ერთ-ერთი ახალი სიმღერა პრინცს მიუძღვნა, ვისთანაც თანამშრომლობდა კარიერის განმავლობაში. გუშინდელ კონცერტზე ქენდი დალფერმა ასევე შეასრულა მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია Lily was Here, რომელიც მან გიტარისტ და პროდიუსერ დეივ სტიუარტთან ერთად შექმნა. თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი მსმენელს დალფერმა California Love-ისა და No Diggity-ის ჯაზური ვერსიებიც შესთავაზა. 


ფოტო: ტაბულა

ქენდი დალფერმა 1990 წელს ლეგენდარულ Pink Floyd-თან ერთად დაუკრა და ამავე წელს გამოშვებული ალბომისთვის Saxuality გრემის ნომინაციებშიც მოხვდა. დალფერს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან უმუშავია, როგორიც არიან პრინცი, დეივ სტიუარტი, ბიონსე, ლაიონელ რიჩი, ვან მორისონი, მასეო პარკერი, მადონა და ა.შ.

თბილისის მე-19 ჯაზფესტივალს დღეს გრემის მფლობელი, ამერიკელი ვოკალისტი გრეგორი პორტერი დახურავს.

კომენტარები