ტრანსპორტი

გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი

Turkish Airlines-ის ხომალდი
Turkish Airlines

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დღეს აეროპორტებისა და ავიაკომპანიების საქმიანობის ცხრა თვის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, წელს აეროპორტები და ავიაკომპანიები ჯამში 2.18 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ. ანგარიშის მიხედვით, წელს ყველაზე მეტ - 280 ათას მგზავრს Turkish Airlines-ი მოემსახურა. 204 ათასი მგზავრით მეორე ადგილზე Georgian Airways-ი, 202 ათასით კი მესამე ადგილზე უკრაინის ავიახაზები იმყოფება.

გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების ათეული:

  1. Turkish Airlines - 350 ათასი მგზავრი
  2. Georgian Airways - 204 ათასი მგზავრი
  3. უკრაინის ავიახაზები - 202 ათასი მგზავრი
  4. S7 - 119 ათასი მგზავრი
  5. Aeroflot - 116 ათასი მგზავრი
  6. Fly Dubai - 113 ათასი მგზავრი
  7. Pegasus - 100 ათასი მგზავრი
  8. Wizz Air - 89 ათასი მგზავრი
  9. Air Arabia - 77 ათასი მგზავრი
  10. Belavia - 67 ათასი მგზავრი

რაც შეეხება მიმართულებებს, ყველაზე მეტი - 478 ათასი მგზავრით პირველ ადგილზე თბილისი - სტამბოლის მიმართულება იმყოფება. 351 ათასი მგზავრით მეორე ადგილს თბილისი - მოსკოვის მიმართულება იკავებს.

გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, მიმართულებების ათეული ასე გამოიყურება:

  1. სტამბოლი - 478 ათასი მგზავრი
  2. მოსკოვი - 351 ათასი მგზავრი
  3. კიევი - 243 ათასი მგზავრი
  4. თელ-ავივი - 148 ათასი მგზავრი
  5. დუბაი - 113 ათასი მგზავრი
  6. ბაქო - 96 ათასი მგზავრი
  7. თეირანი - 80 ათასი მგზავრი
  8. პრაღა - 77 ათასი მგზავრი
  9. ვარშავა - 70 ათასი მგზავრი
  10. მინსკი - 67 ათასი მგზავრი

კომენტარები