წალენჯიხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, სახლის საპირფარეშოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. ბავშვის დედა კი, მშობიარობის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





