ნარკოდანაშაული

სამართალდამცველებმა 238 აბი სუბუტექსი ამოიღეს

შსს

სამართალდამცველებმა გერმანიის მოქალაქე ე.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 238 აბი სუბუტექსი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები