კრიმინალი

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ. მ. ნინოწმინდაში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სამების" გავლით, უკანონოდ გადმოკვეთა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები