კრიმინალი

ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

Getty Images

ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფონიჭალაში ქართული ოცნების კონცერტი მიმდინარეობდა.

თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, შელაპარაკება კონცერტის ადგილიდან მოშორებით მოხდა. უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები