არჩევნები 2016

ლეიბორისტული პარტია: სუს-ი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობს

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა გააკონტროლონ.

პარტიის გენერალური მდივნის თქმით, უსაფრთხოების სამსახური უშუალოდ არის ჩარეული არჩევნების პროცესში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.

"მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განახორციელონ სუს-ის ქმედებების მკაცრი კონტროლი, რომელიც უშუალოდაა ჩარეული არჩევნებში, აწყობს პროვოკაციებს და ეს პროვოკაციები ძირითადად მიმართულია შალვა ნათელაშვილისა და ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი გუგავამ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები