არჩევნები 2016

ქართული ოცნება: მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ზუგდიდსა და თეთრიწყაროში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებებაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, პარტია ემიჯნება ნებისმიერი სახის დაპირისპირებასა და ძალადობას, საკუთარ მხარდამჭერებს კი კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. 

"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად წარმართავენ საგამოძიებო პროცესს და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა შესაბამის პირს. კვლავ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები