არჩევნები 2016

კობახიძე: განახლებული, ძალიან ღირსეული სიით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე

ტაბულა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია წარადგინა. ქართული ოცნების საპარლამენტო სია 155 ადამიანისგან შედგება. 

"ჩვენ წარვადგინეთ დღეს ჩვენი პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული ადამიანებით, ღირსეული ადამიანებით. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით განახლების საჭიროებაზე. განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული. ჩვენ ჩვენი დაპირება ამომრჩევლის წინაშე შევასრულეთ, განახლებული, ძალიან ღირსეული სიით წარვსდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე და ეს გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებლი გამარჯვების ამ არჩევნებში. ჩვენს საპარლამენტო სიაში 155 ადამიანია წარმოდგენილი" - განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 18:00-ზე ამოიწურა. ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სიის პირველი ათეული არჩევნებამდე 30 დღით ადრე გამოაქვეყნა. სიის პირველი ნომერი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილია, მეორე - კახა კალაძე, მესამე - ირაკლი კობახიძე, მეხუთე თამარ ჩუგოშვილი. ათეულში ასევე არიან გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა, რომან კაკულია, სოფო ქაცარავა და ირინა ფრუიძე.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო დღეს, 21:00 საათზე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციასაც გამართავს.

კომენტარები