კრიმინალი სამწუხაროდ ყოველთვის არსებობდა ყველა ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაშიც იარსებებს. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, როდესაც დაემთხვევა ისე, რომ ერთმანეთს მიყვება რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა. ამაზე შეიძლება, საზოგადოებამ ამომრჩეველმა მოთხოვნები უფრო გავზარდოთ გამოძიების მიმართ, რათა აღარ დარჩეს არც ერთ კითხვაზე პასუხი. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო მსგავსი კრიმინალური გზით რაღაც საკითხების გადაწყვეტა, აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ დავეთანხმები ქალბატონ ელენე ხოშტარიას იმაში, რომ ოდესმე ვიღაცამ კრიმინალი წაახალისა ან კრიმინალზე თვალი დახუჭვის პოზიცია გამოავლინა. მე ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ.
tbl.ge/1v89
დაკოპირდა

ქართული ოცნების ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ბიძინა გეგიძე მაესტროს ეთერში. ცნობისთვის, ენმ-ის ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც თქვა, რომ "კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ".
ამავე თემაზე
- 1 მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, დაიჭრა 3 - ქურდიანზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
- "რამდენიმე მაღაზიაში შეაღწიეს, 2 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ" - შსს-მ 2 პირი დააკავა
- უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს – TV პირველი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
- დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია




