გაერო

ბან კი მუნს შემცვლელად ქალი სურს

AP

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა აღნიშნა, რომ გაეროს არსებობის 71-წლიან ისტორიაში არასდროს ჰყოლია ქალი ლიდერი და მისი სურვილია, გაეროს მეცხრე გენერალური მდივანი ქალი გახდეს.

თუმცა, ბან კი მუნმა ისიც აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი სურვილია, გადაწყვეტილება კი ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

ტრადიციულად, გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, როტაციის პრინციპით შეირჩევა. გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტი უკვე ეკავათ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს. ახლანდელი კანდიდატები ლათინური ამერიკიდან, დასავლეთ ევროპიდან, ავსტრალიიდან და ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან იქნებიან.

ბან კი მუნს გენერალური მდივნობის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება. ახალი მდივნის ვინაობა კი ამ შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

გენერალური მდივნის პოსტზე სულ 11 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის - 5 ქალი.

კომენტარები