თვითმკვლელობა

ხოშტარია: როცა პოლიციას პოლიტიკურ დავალებებს აძლევენ, პასუხისმგებელი სახელმწიფოა

მოხდა დიდი ტრაგედია და შემაშფოთებელი შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, პოლიციელის უკანონო და ძალადობრივი ქმედების შედეგად დაიღუპა 22 წლის ბიჭი. ამ საკითხზე სასწრაფოდ აუცილებელია რეაგირება, ძალიან მკაცრად დასჯა იმ პირის, რომელმაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს საერთო უგუნური პოლიტიკის შედეგია. როდესაც პოლიციას პოლიტიკურ დავალებებს აძლევენ, არ აძლევენ საშუალებას, რომ რეალურად ებრძოლოს კრიმინალს, ასეთ შემთხვევებზე პასუხისმგებელი მთლიანად სახელმწიფოა. იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი უკანონობა და ძალადობა, აუცილებელია სწრაფი და მკაცრი რეაგირება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია დაფნარში მომხდარ თვითმკვლელობაზე.

კომენტარები