თვითმკვლელობა

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

police.ge

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ გვიან ღამით მიიღო.

ამასთან, 22 წლის დაკავებულ მამაკაცს წარდგენილი ბრალი დაუმძიმდა. თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 2-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად გამოძიება ბრალდებულს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედებას ედავება. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მსხვერპლს შანტაჟის გზით ინტიმური ხასიათის ფოტოები და ვიდეოები გადააღებინა და მასთან გააგზავნინა, შემდეგ კი მათი გამოქვეყნებით ემუქრებოდა. სწორედ ამას მოყვა თვითმკვლელობა.

კომენტარები