თვითმკვლელობა

თვითმკვლელობისწინა წერილში სამტრედიელი ახალგაზრდა პოლიციის მუქარაზე მიუთითებს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. ტაბულას გარდაცვლილის მეგობარმა უთხრა, რომ დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. წერილში წერია, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში - დაფნარში, კულასა და საჯავახოში. გარდაცვლილის მეგობარმა ტაბულას უთხრა, რომ დაკრძალვის შემდეგ, ოჯახი ჩივილს აპირებს.

წერილში, რომელიც გარდაცვლილის მეგობრის თქმით, დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". წერილის მიხედვით, პოლიციელმა გარდაცვლილი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საკითხს არკვევენ და ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.

კომენტარები