უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები

ჯეჯელავა: ბუნდოვანია, ჩემს შვილს სახელმწიფო სახელმძღვანელოს რატომ ჩუქნის

ჩემს შვილს რატომ უნდა სჩუქნიდეს სახელმძღვანელოს სახელმწიფო, ბუნდოვანია, როცა შეიძლება, რომ ვიყიდოთ. ის რომ სახელმწიფო ხელს უწყობს სახელმძღვანელოების შექმნას, ამას მივესალმები. ვფიქრობ, შევქმნით სისტემას სასკოლო სახელმძღვანელოებისა და კომპიუტერის შემთხვევაშიც - ვისაც, დავუშვათ, 40 000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი, შევეცადოთ, ან საერთოდ არ დავეხმაროთ, ან ნაკლები თანხით დავეხმაროთ. არ ვიცი, როდის შევცვლით, მაგრამ უნდა შევცვალოთ.

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ლიბერალთან ინტერვიუში.

კომენტარები