უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები

გამომცემლობები განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივიან

www.diaspora.gov.ge

გამომცემლობები საავტორო უფლებების აღდგენას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას განათლების სამინისტროსგან სასამართლოში მოითხოვენ. ამის შესახებ გამომცემლობების ადვოკატი კომერსანტთან აცხადებს. მისი თქმით, სასამართლოში მოპასუხე მხარე განათლების სამინისტრო და ის ორგანიზაციები არიან, რომელთაც, გამომცემლობების მტკიცებით, საავტორო უფლების დარღვევით მოიპოვეს უფასო სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება. 

განათლების სამინისტრომ სასკოლო წიგნების ბეჭდვის უფლება მხოლოდ 4 კომპანიას მისცა. როგორც გამომცემლობების ადვოკატი აცხადებს, მათ მტკიცებულებები უკვე წარუდგინეს სასამართლოს, ხოლო საქმის განხილვა პროცედურის თანახმად 2-5 თვეში ჩაინიშნება. 

კომენტარები