ქორწინების თანასწორობა

სერგეენკო რეფერენდუმზე: თავისთავად ცხად საკითხზე თანხის ხარჯვა არასწორია

კონსტიტუციაში, რამდენადაც ვიცი, უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. ჩემი აზრით, ეს იმდენად თავისთავად ცხადია, რომ ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. თუმცა, არსებობს კანონი, როდესაც, რაღაც რაოდენობაზე მეტი ხელმოწერა თუ დაგროვდება, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის და პრემიერის, პირველ რიგში, პრეზიდენტის გადასაწყვეტია რეფერენდუმის ჩატარება. ჩემი აზრით, რეფერენდუმი ყოველთვის თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ თავისთავად ცხად საკითხზე თანხის ხარჯვა არ მგონია, რომ სწორია.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქორწინების შესახებ რეფერენდუმზე. ცნობისთვის, რეფერედუმის დანიშვნის თხოვნით პრეზიდენტს ცესკომ 2 აგვისტოს მიმართა.

კომენტარები