საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურა: პაპუაშვილთან თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარესა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა დასრულდა - მთავარი პროკურატურის ცნობით, გიორგი პაპუაშვილმა ირაკლი შოთაძეს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შოთაძე ამტკიცებს, რომ საქმის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. 

"ირაკლი შოთაძემ  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის  საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება რა მიზნითაც ისინი კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე ,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

გიორგი პაპუაშვილმა ირაკლი შოთაძეს მას შემდეგ შეხვდა, რაც მან ინფორმაცია მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიაწოდა. 

 

 

კომენტარები