ზეწოლა ინსტიტუციებზე

ზედელაშვილი: მოსამართლეს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციისადმი ერთგულების განცდა

ზეწოლისა და წნეხის პირობებში ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ის მოსამართლეები უძლებენ ამ წნეხს ყველაზე უკეთ, ვისაც აღმოაჩნდა თანმიმდევრული სამოსამართლო ფილოსოფია. ვისაც აღმოაჩნდა საკუთარი კონსტიტუციის ერთგულების ვალდებულების განცდა და პრეზიდენტსაც - თუ მას ნამდვილად აწუხებს კონსტიტუციური ინსტიტუტების ბედი, მას უწევს სულ მოკლე ხანში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება - საკონსტიტუციო სასამართლოს 2 მოსამართლის დანიშვნა. უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ თანამდებობებისთვის უნდა აარჩიოს ადამიანები, რომლებიც არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით იქნებიან შერჩეული, არამედ მათი კონსტიტუციისადმი ერთგულების და თანმიმდევრული ფილოსოფიიდან გამომდინარე.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები