საკონსტიტუციო სასამართლო

გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 2 აგვისტოს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

როგორც სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 2 აგვისტოს გაგრძელება.

სხდომაზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 182-ე მუხლის შესახებ მსჯელობენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი უგულავას საქმის განხილვის გადადებას გუშინ ითხოვდა.

ჯერჯერობით უცნობია, შეჩერდება თუ არა სხვა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე" საქმეების განხილვაც, როგორიცაა, მაგალითად, რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმე.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

 

კომენტარები