რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება

TDI-EMC: ეკლესიის უძრავი ქონება 6-ჯერ აღემატება ქალაქ მცხეთის მთლიან ფართობს

ქალაქი მცხეთა
wikipedia.org

EMC-ის და TDI-ის გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2014-2015 წლებში, რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მიწების საერთო ფართობი წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა.

2014 წელს, საქართველოს საპატრიარქოს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა 27 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 345 454.83 კვ.მ, ხოლო 2015 წელს, 21 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 568 060 კვ.მ.

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია 565 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 16 742 987.82 კვ.მ (1674.3 ჰა).

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 6-ჯერ აღემატება თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის მთლიან ფართობს.

 

კომენტარები