ვიცი, რომ საქართველოში დიდი მოლოდინია ვიზალიბერალიზაციის მიმართ. მინდა, ცალსახად გითხრათ, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო, საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ. ამას გამოკვეთილად ვაფასებთ. ამიტომ მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის - იქნება თუ არა, არამედ ერთადერთი საკითხია - როდის იქნება. ეს არის მთლიან ევროპულ კონტექსტში ჩართული. ჩვენ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული პრევენციული ზომები, რათა იყოს ქმედითი შეჩერების მექანიზმი. არსებული განრიგით, ეს პროცესი უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, საკონსულტაციო პროცედურა გრძელდება და მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება.
tbl.ge/1sey
დაკოპირდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისში, ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ოფიციალური თარგმანი.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




