ორსართულიანი მატარებლები, რომლებიც საქართველოს რკინიგზამ შეიძინა, არის ძალიან მაღალი ხარისხის და მაღალი კლასის. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია. ტექნიკური შესაბამისობა არის სრულად შემოწმებული და მოლაპარაკებები, მათ შორის ტექნიკურ დონეზე, მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შესყიდვა არ ხდება ისე, თუ არ არის შესაბამისობაში. ტექნიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და ყიდვის გადაწყვეტილება დეტალური საბუთების მიხედვით იქნა მიღებული. სხვა შემთხვევაში, ამ მატარებლების ყიდვის დროს, ჩვენ 4-5 მლნ. დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, რაც დღეს დავზოგეთ. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია და ვიმედოვნებ, რომ თქვენც [ჟურნალისტები] იმგზავრებთ ამ მატარებლებით. აბა, როგორ გგონიათ, რომ ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა? თქვენ წარმოგიდგენიათ რას ლაპარაკობთ საერთოდ? ასეთი რაღაც შეიძლება იკითხოთ? რომ ვიღაც წავიდა, გადაიხადა ამხელა ფული, 4 მატარებელი იყიდა და ...
tbl.ge/1s32
დაკოპირდა

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ორსართულიან მატარებლებზე.
ამავე თემაზე
- საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება
- კალაძე: გაისად დამატებით 100 ახალ ავტობუსს შევიძენთ
- რომლებია მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები ველოსიპედისტებისთვის
- კალაძე: ჰოლანდიის და თბილისის "შტაბკვარწირებმა" ტაქსების ფერზე გამოკითხვა ერთმანეთში ატარონ
- რატომ გაძვირდება ტაქსით სარგებლობა - სექტორის რეგულირების მოსალოდნელი შედეგები




