ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი მისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე: ვერაფრით ვერ შემაჩერებენ

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტაბულამ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება შეახსენა, სადაც რასელი მისთვის ფინანსური აქტივების გაყინვის აუცილებლობაზე საუბრობდა. ტაბულამ ასევე გაიხსენა აშშ-ის სენატის მიერ მიღებული მაგნიტსკის გლობალური აქტი, რომელიც უფლებას აძლევს ამერიკის პრეზიდენტს, სანქციები დააკისროს ადამიანის უფლებების დამრღვევებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა - "თქვენზე, ბატონო ბიძინა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ დასავლური ქვეყანა ამბობს, რომ არაფორმალურად მართავთ ქვეყანას, ასევე საუბრობენ, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა და დღეს სტრასბურგის სასამართლომაც თქვა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებელი განაჩენით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ასევე ამბობენ, რომ საქართველოში იზღუდება მედიის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ის საქმე მაქვს მხედველობაში. მაინტერესებს, იგდებთ თუ არა თავს საფრთხეში, იმიტომ, რომ ეს სანქციები ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, რაც მგონია, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე ქონების დაყადაღებას და სავიზო შეზღუდვებს. თავს ხომ არ იგდებთ საფრთხეში?"

ივანიშვილის თქმით, "იმ კონგრესმენის განცხადება იყო სირცხვილი, მაგრამ თქვენს ოცნებას ამით არაფრით არ შეესხმება ფრთები. აი, ვერაფრით ვერ მოხდება ის, რომ მე შემაჩერონ და დაბრუნდეს ძველი ტაშფანდურა, რაც იყო და ის ხალხი ისევ გაიგდონ ფეხქვეშ, როგორც ჰქონდათ გაგდებული. და ის ცოცხების ინდუსტრია აღარ შემობრუნდება საქართველოში. ტყუილად იმედი გაქვთ თქვენ".

კომენტარები