გამოძალვა

ნარმანია: კობახიძის საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა დამატებით უნდა შეისწავლონ

ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას აზრით, საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის თედო კობახიძის წინააღმდეგ ფულის გამოძალვასთან დაკავშირებული ბრალდებები, შესაბამისმა ორგანოებმა დამატებით უნდა შეისწავლონ.

"ვნახე მე თავადაც სიუჟეტი და ვფიქრობ, გარკვეული საკითხები შესაბამისმა ორგანოებმა დამატებით უნდა შეისწავლონ და გამოიკვლიონ. უმჯობესია, ამასთან დაკავშირებით შემდგომ გაკეთდეს კომენტარი. სამართლებრივად სჭირდება საკითხს შესწავლა და შეფასების გაკეთება", - ამბობს ნარმანია.

მანანა კობახიძის ძმას და თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს - თედო კობახიძეს ყოფილი თანამშრომელი ფულის გამოძალვაში, ე.წ. ატკატების აღებაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-თან საუბარში საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ თედო კობახიძე ყოველთვიურად მისი ხელფასის 35%-ს იღებდა.

კომენტარები