გამოძალვა

შსს: შარტავაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ჟ. და ბ.ჯ. ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

შსს-ში ამბობენ, რომსამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, სანამ ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები