რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: რა თქმა უნდა, შფოთავს იან კელი

ის, რომ არჩევნების დაწყებამდე დარჩენილია 3-4 თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, არ არის სასურველი, რადგან, პირველ რიგში ამერიკასა და ევროპაში ამას ვერავინ სწორად ვერ გაიგებს. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან და თავისი ქვეყნის მაგალითი მოყავს პირველ რიგში ანალიზისთვის, რომ ასეთი რამე რომ ამერიკაში მოხდეს, ქუჩები გაივსება ხალხით და ალბათ საქართველოშიც იგივე შეიძლება განმეორდეს. რა თქმა უნდა, შფოთავს იან კელი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, ცუდ ეფექტს მისცემს იმ არჩევნებს, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით. ერთი, რაშიც ვერ ვეთანხმებით, ქუჩები ხალხით აქ ვერ გაივსება, რადგან სხვა რეალობაა და სხვანაირი წარმოდგენა აქვს ამ ტელევიზიაზე საქართველოს მოსახლეობას. ვინც გამოსულა, გამოვა ისევ, მაგრამ გარეთ ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. აქ მე შეფასებას ვუკეთებ ნაციონალური მოძრაობის ხელწერას, რომ მათ მოახერხეს 9 წლის განმავლობაში, ეს სიცრუის მანქანა მაგრად ამუშავეს, განსაკუთრებით გარეთ, გარეთ მოტყუება უფრო იოლია. ჩვენ ვხედავდით, ხალხს აწამებდნენ, ხოცავდნენ და შიმშილით კლავდნენ, რამდენიც არ უნდა ეხატა სააკაშვილის ვირტუალური სამყარო ტელევიზიებს, ამას ხალხი მაინც ხედავდა, მაგრამ გარეთ გაცილებით უფრო დავაზიანეთ თქვენი ხელწერით ჩვენი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი.

ექსპრემიერი ივანიშვილი მედიასთან შეხვადრაზე, ამერიკის ელჩის წერილთან დაკავშირებით.

კომენტარები