რუსთავი 2-ის საქმე

ახვლედიანი ნათია გუჯაბიძეზე: რაღაც ტიპის დარღვევა არის, რა თქმა უნდა

ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებულ ფაქტზე ტელევიზიით შევიტყვე. დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა, ზოგადად, კანონმდებლობითაა განსაზღვრული, რომ მოსამართლე, რომელიც რეგიონიდანაა ან ასრულებს მოსამართლის მოვალეობას რეგიონში, მას სახელმწიფო უნაზღაურებს ამ ხარჯებს. ოჯახის წევრთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვიცი დეტალები. რაღაც ტიპის დარღვევა ეს არის, რა თქმა უნდა. ნამდვილად არაა სასურველი, ოჯახის წევრს უხდიდეს სახელმწიფო. მსგავსი შემთხვევის შესახებ მე არ მსმენია. 

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები