კორცხელის ინციდენტი

ნიშნიანიძე კორცხელის ინციდენტზე: ენმ-ის ლიდერები თავის დროზე უნდა გალახულიყვნენ

დაგვიანებულია. დაგვიანებული [თავდამსხმელების] დასჯა კი არაა, დაგვიანებული არის გალახვა მაგათი [ენმ-ის ლიდერების]. ამიტომაც, დროზე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ? ნუ გაგიკვირდებათ ეს, ბუნებრივია. რაც შეეხება დასჯას, მოდი, ჯერ დავსაჯოთ ისინი, ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, ჯერ ის ხალხი დაესაჯათ. მერე პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ, ვინც ეს ბიჭები გააგზავნა სამეგრელოში, და მერე, კი ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა, ყური ავუწიოთ, უფრო დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორემ ისე საცემები არიან. მათ რომ სირცხვილი ჰქონდეთ, ნამუსი ჰქონდეთ, შუბლზე ძარღვი ჰქონდეთ, საერთოდ არ უნდა ჩნდებოდნენ ხალხში, მაგრამ მათ არ აქვთ ეს ძარღვი.

უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე 22 მაისის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, კორცხელის საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერების ცემაზე.

კომენტარები