ბატონი დავითი ჩვეულებრივ რჩება გუნდში, რა თქმა უნდა, ის არის პოლიტსაბჭოს წევრი. და მარტო ის არ იყო, ვინც დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა - დავით ბაქრაძე და ქალბატონი კილაძეც ვერ დაესწრნენ. ასე რომ, მისი [დავით კოღუაშვილის] არდასწრება დღეს [პოლიტსაბჭოს სხდომაზე] არ ნიშნავს იმას, რომ ის გუნდის წევრი აღარ არის. ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა. შეფასებები გაკეთდა, ეს პოზიცია, რაც მისი მხრიდან იყო გაჟღერებული, არ უნდა იყოს აღქმული გუნდის პოზიციად.
tbl.ge/1p9h
დაკოპირდა

ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებზე. ქართულ გაზეთთან ინტერვიუში კოღუაშვილმა თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე გააკრიტიკა, ასევე, თქვა, რომ "სააკაშვილის დროს, ბევრი რამ მოხდა თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი". ასევე, "მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ". რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავაზე კოღუაშვილმა განაცხადა, რომ "ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში".
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




