აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

დასავლეთ ვირჯინიაში ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა

AP

აშშ-ში, დასავლეთ ვირჯინიისა და ნებრასკის შტატებში ჩატარებულ რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულად ერთადერთი დარჩენილი კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოცხადდა. მან ნებრასკაში ხმების 61.4 % მოიპოვა, დასავლეთ ვირჯინიაში კი 76.9%.

დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები კი, მხოლოდ დასავლეთ ვირჯინიაში ჩატარდა, სადაც ხმების 51.4 %-ით ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა.

რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად 1237 დელეგატის ხმის მოპოვებაა საჭირო. ამ ეტაპზე ტრამპს 1107 დელეგატის ხმა დაუგროვდა.

დემოკრატებში კი, კანდიდატის გამოსავლენად 2383 დელეგატის ხმაა საჭირო, კლინტონს ამ ეტაპზე 2239 დელეგატის ხმა აქვს, სანდერსს - 1469.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები უკვე 42 შტატში ჩატარდა, საიდანაც 29 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, 9-ში ტედ კრუზმა, 3-ში მარკო რუბიომ, ერთში კი ჯონ კასიჩმა.

დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები ასევე, 42 შტატში ჩატარდა, 24 შტატში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, 18-ში - ბერნი სანდერსმა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები