დღემდე ვერ გამიგია, რას ელოდება პრემიერი, რატომ არ დგამს მმართველი გუნდის რეფორმირებასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს. ვერ გამიგია, როგორ არის გიორგი კვირიკაშვილი თანახმა, გახდეს იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც არამხოლოდ ეს პარტია და კოალიცია, არამედ პოლიტიკური პროცესი რაღაც თვალსაზრისით ჩიხში შეიყვანა. კვირიკაშვილი თანახმაა, გახდეს ამ ვაიპარტიის, ვითომ პარტიის თავმჯდომარე. კვირიკაშვილი ამ ფასადის ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პრემიერმინისტრია, იმიტომ, რომ რეალურად ის ვერ გაცდა მის წინა თანამდებობას. პრემიერმინისტრი ასე არ უნდა იქცეოდეს და უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ პიარულად კარგი განცხადებების მიღმა უნდა იყოს აქა-იქ კონკრეტული, რეალური ნაბიჯი, რომელიც გააჯანსაღებს სიტუაციას გუნდში, შესაბამისად - მთელს ქვეყანაშიც. ეს ჩვენ არ გვინახავს. ასე რომ, ფასადურობა სახეზეა და თუ დღეს ვინმე ელოდება, რომ ყრილობა რამის მომტანია, ცდება
tbl.ge/1nw7
დაკოპირდა

ქართული ოცნების ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




