ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა. მას იმედი აქვს, რომ პარტია წინასაარჩევნო კამპანიისთვის სათანადო შემოწირულობების მობილიზებას მოახდენს.
"ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს საპარლამენტო არჩევნებისთვის ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში, შემოწირულობის სახით, პარტია ქართულმა ოცნებამ 149 020 ლარი მიიღო.





