საუბარი რელიგიაზე

მართლმადიდებლურია თუ არა ცეცხლის გარდამოსვლის რწმენა?

აღდგომის დღესასწაულს საზოგადოების დიდი ნაწილი "ცეცხლის გარდამოსვლის" მოლოდინში ხვდება, მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინა კი ასეთ მოვლენას არ იცნობს. "ხელთუქმნელი ცეცხლის" შესახებ არც ერთ მსოფლიო საეკლესიო კრებას არ უმსჯელია. ეს საკითხი არც ზაფხულში დაგეგმილ, მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი და წმიდა კრების დღის წესრიგში აღმოჩნდა. თავად ცეცხლის მიმღებად მოაზრებული იერუსალიმის საპატრიარქო დიდი შაბათის ამ რიტუალს სასწაულად არ მოიხსენიებს. საიდან იღებს სათავეს "ცეცხლის გარდამოსვლის" რწმენა და შეესაბამება თუ არა ის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას? რამდენიმე წელია ამ თემაზე გადაცემა სხვადასხვა სტუმარს მასპინძლობს - წელს ფილოლოგიის დოქტორი და ეკლესიის ისტორიის პროფესორი, ნუგზარ პაპუაშვილი მოვიწვიეთ

კომენტარები