აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ნიუ იორკის შტატში ჩატარებულ პრაიმერებში ტრამპმა და კლინტონმა გაიმარჯვეს

Fox News

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში ჩატარებულ პრაიმერებში რესპუბლიკელებიდან დონალდ ტრამპმა, ხოლო დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებებით, ტრამპი და კლინტონი საკუთარი პარტიების კანდიდატობას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.

რესპუბლიკელებს შორის დონალდ ტრამპს ხმების 60.5 % ერგო, ჯონ კასიჩს 25.1 %, ტედ კრუზს კი 14.5 %.

დემოკრატებს შორის ჰილარი კლინტონს ხმების 57.9 %, ბერნი სანდერსს კი 42.1 %.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები უკვე 34 შტატში ჩატარდა, საიდანაც 21 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, 9-ში ტედ კრუზმა, 3-ში მარკო რუბიომ, ერთში კი ჯონ კასიჩმა.
დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები კი 35 შტატში ჩატარდა, 20 შტატში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, 15-ში კი ბერნი სანდერსმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდაპარტიული არჩევნების შედეგად გაირკვევა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კანდიდატების ვინაობა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები