ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი პარლამენტში უმრავლესობით შესვლას გეგმავს და მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად ემზადება. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ვახტანგ მოსიაშვილის(ტორესა მოსი) თქმით, თითქმის ყველა რეგიონში "გირჩს" კონკურენციას ვერცერთი პოლიტიკური გაერთიანება ვერ უწევს.
"მოკლედ, ნაციონალურ მოძრაობას "გირჩის“ ცალსახა და აშკარა უპირატესობის პირობებში, მას შემდეგ რაც ასავალ-დასავალის შეთქმულების დონის სისულელედ იქცა "გირჩის" ბიძინასგან დაფინანსების ვერსია, აღარაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ იძახონ "გირჩი“ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და პროდასავლური ამომრჩევლის ხმებს გაფლანგავსო :))))))) რომელ ხუთპროცენტიან ბარიერზე ვლაპარაკობთ? გაიხედეთ რეგიონებში, ყველაზე აქტიური ოფისები გვაქვს, თითქმის ყველა რეგიონში კონკურენციას ვერავინ გვიწევს, ჩვენ ვემზადებით პარლამენტში უმრავლესობით შესასვლელად და მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. ასე რომ ნუ ღელავთ, "გირჩისთვის" მიცემული ყველა ხმა აისახება პარლამენტზე და ეს ხმები შემოდგომაზე დაითვლება", - წერს მოსიაშვილი ფეისბუქზე.





