კვლევები NDI-ის მიერ დიდი ხანია ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მოსახლეობა კვლევებიდან კვლევებამდე თითქოსდა ელოდება ამ შედეგებს, ასე ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ დამერწმუნეთ, NDI-ის ამ კვლევებზე არ არის დამოკიდებული არც მთავრობის მუშაობა, არც ხელისუფლების ამოცანები და არც საზოგადოება არ არის ეკრანებზე მიჯაჭვული, რომ მაინცდამაინც ეს პროცენტები მოისმინოს და გაიგოს. ძალიან კარგად იციან ამ კვლევების გარეშე, რა პრობლემები აქვთ, ისევე, როგორც ხელისუფლებამ ნამდვილად კარგად იცის, რა აწუხებს დღეს ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან პირდაპირი კავშირი და პირდაპირი ურთიერთობა. მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და მთავარი გამოწვევა ხელისუფლების, ეს არის უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა ქვეყანაში და იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ქვეყანას აქვს
tbl.ge/y52
დაკოპირდა
პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- NDI: საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას
- NDI: 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს
- NDI: 58% არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს
- NDI: გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა
- NDI: გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად