2026 წელს გარდაცვლილები

მაჯრან სატრაპი, "პერსეპოლისის" ავტორი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

   
   

ფრანგ-ირანელი მწერალი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია წიგნითა და ფილმით "პერსოპოლისი," 4 ივნისს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მარჯან სატრაპი მისი ქმრისა და ცხოვრების სიყვარულის, მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, სევდისგან გარდაიცვალა," - განუცხადეს AFP-ს მწერლის ოჯახის წევრებმა.

სატრაპის ქმარი, შვედი პროდიუსერი, მსახიობი და სცენარისტი, გასული წლის 8 აპრილს გარდაიცვალა.

სატრაპი, რომელიც ირანის ისლამისტური რეჟიმის მწვავე კრიტიკოსი იყო, საფრანგეთში 1994 წელს ჩავიდა და 2006 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

"პერსეპოლისში" მოთხრობილია ავტორის ცხოვრება თეირანში, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ დაწესებული მკაცრი შეზღუვდების ქვეშ.

 

კომენტარები