მიგრანტების კრიზისი

საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე დაახლოებით 300 ადამიანი დაშავდა

Reuters

საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვარზე სამართალდამცავებსა და მიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. საზღვარზე, კარვებში 11 000-ზე მეტი მიგრანტი ცხოვრობს. ისინი საბერძნეთიდან მაკედონიაში გადასვლას ცდილობდნენ, მაკედონიის პოლიციამ კი მათი შეჩერება სცადა.

დაპირისპირებისას, მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ორგანიზაციის "ექიმები საზღვრების გარეშე" ცნობით, დაპირისპირებისას დაახლოებით 300 ადამიანი დაშავდა.

ორგანიზაციისვე ინფორმაციით, დაახლოებით 200 ადამიანი ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად, 30 - რეზინის ტყვიების, 10 კი, პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა. მათი ცნობით, 30 ადამიანი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, 7 მიგრანტი კი, სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ჯორჯ კირიცისმა მაკედონიის პოლიციის ქმედებებს საშიში და მიუღებელი უწოდა. მისი თქმით, მსგავსი სიმკაცრის ზომების მიღება საჭირო არ იყო.

კომენტარები