ამერიკის მიერ შექმნილმა კოალიციამ ISIS-ზე ავიათავდასხმები განახორციელა

Reuters

ამერიკის მიერ შექმნილმა კოალიციამ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, სირიასა და ერაყში გუშინ 27 ავიათავდასხმა განახორციელა.

მათ შორის 25 თავდასხმა ერაყის 8 ქალაქში განხორციელდა, სადაც სამიზნეები ტერორისტული დაჯგუფების ტაქტიკური ობიექტები, საბრძოლო პოზიციები და კავშირგაბმულობის საშუალებები იყო.

სირიაში კი 2 ავიათავდასხმა 2 ქალაქში განხორციელდა, სადაც 2 ტაქტიკური ობიექტი, 3 საბრძოლო პოზიცია და 1 სატრანსპორტო საშუალება გაანადგურეს.

კომენტარები