ფარული ჩანაწერები

ალასანია: გვეგონა ღარიბაშვილმა ფარული ჩანაწერები გაანადგურა

 მთავარი კითხვა არის ვის შეეძლო ამის მოპოვება, ვის ხელშია ასეთი მასალები. ერთადერთი პასუხი არის ხელისუფლება. წინა ხელისუფლების დროს მოხდა ამ მასალების დაგროვება.  ღარიბაშვილმა გვეგონა რომ ეს მასალები გაანადგურა, აღმოჩნდა რომ განადგურებული არ არის. ეს არის პრემიერის გამოწვევა. ასევე შეიძლება პრემიერის ყურადღების მიღმა ასეთი დავალება სპეციალური  სტრუქტურებისთვის მიეცათ ისე, რომ პრემიერს და შს მინისტრს ამის შესახებ არ სცოდნოდათ. მათი მოვალეობაა რომ არამარტო მკაცრი ტონით გააკეთონ განცხადებები, არამედ საქმე მიიყვანონ ბოლომდე. ხელისუფლებაში არიან ძალები, მათ შორის სამართალდამცავებში, რომლებიც არ იმართებიან პრემიერისგან და იმართება არაფორმალურად სხვა პირების მიერ. დიდი ალბათობით სწორედ აქედან შეიძლებოდა ეს მზაკვრული, ამორალური ნაბიჯი გადამდგარიყო.

კომენტარები